„საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა, გნებავთ, ამას ვიღაცამ კანონის დიქტატურა დაარქვას. რამე ტიპის კომპრომისი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცას ვერ გაგვიგებს ევროპა თუ მორიგი მინისტრი იქნება პასუხისგებაში მიცემული ,- ეს უნდა დავასრულოთ. ევროპასაც და ქართველ ხალხსაც უნდა ავუხსნათ, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ საზოგადოება საკუთარ წარმოდგენაში მიიჩნევს, რომ კონკრეტული ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ დანაშაული ვერ დაუმტკიცდა, მაშინ ის თავისუფალი უნდა იყოს.

კომენტარები