“როცა ჟურნალისტი ან ზოგიერთი უსინდისო პოლიტიკოსი კითხულობს, ვაშინგტონი თუ მოსკოვიო, ვპასუხობ – ვაშინგტონიც და მოსკოვიც, ისევე როგორც ამას აკეთებს ვაშინგტონი. რა არის სწორი საგარეო პოლიტიკა? რაც არ უნდა უჟმური და ცუდი მეზობელი გყავდეთ, რომელ თქვენგანს უნდა მასთან ჩხუბი? თუ უჟმური და ინტრიგანია მით უფრო არ გინდა მასთან ჩხუბი”– განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა ჭირდება, რომელიც გავლენას მოახდენს საშინაო პოლიტიკაზე.

“რატომ უნდა ვეჩხუბოთ ჩვენ რუსეთს, როცა მას მთელი მსოფლიო ენის მოჩლექვით ელაპარაკება. არა ბატონო, არც უნდა დავუწვეთ, როგორც ამას სააკაშვილი ამბობს, შუაც ხომ არის. დადგე და შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვა”– აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც გაიხსენა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილება.

–”არასოდეს არ დამავიწყდება ფოთის დაბობვვა, ახალი სასაზღვრო კატარღა იდგა აქ. ჩემი ქმარი შვილებს არ მოფერებია იმდენი, რამდენიც ამ კატარღას. ჩვენ, რომ გონიერი პრეზიდენტი გვყოლოდა შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. მე შევხვდი სააკაშვილს 3 აგვისტოს და ვუთხარი, მიშა არ დაიწყო ომი არ ჩაერთო ამ პროვოკაციაში…. სანამ ჩვენ სააკაშვილს არ გავასამართლებთ იმისთვის, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა და იქ დედას 22 წლის დაძინებული შვილი ლოგინში მოუკლა ურთიერთობები ვერ დალაგდება”– აგანაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეძლებს.

–”დავიწყებ ფართომასშტაბიან დიალოგს. აფხაზეთთან და ოსეთთან დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბაზარიც გაიხსნას, არასოდეს ომი საქართველოში აღარ იყოს”– აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე:

ბურჯანაძესთან შეხვედრაზე მიკროავტობუსებით მიყვანილი ფოთელები [Video]

ნინო ბურჯანაძე – პრეზიდენტი ივანიშვილის ხათრით არ უნდა ავირჩიოთ [Video]

“თუ მეზობელი უჟმური და ინტრიგანია, უფრო მეტად არ გინდა მასთან ჩხუბი” – ნინო ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობაზე

კომენტარები