„საქართველოში ბოლშევიზმი გრძელდება,“- ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ საკუთარი სიტყვა „პირველი არხზე“ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების დროს.

თარგამაძე აცხადებს, რომ ბოლშევიზმს მედიის, ადამიანებისა და პოლიტიკური ოპონენტენის მიმართ სააკაშვილი წლების განმავლობაში ნერგავდა და დღეს ამ პოლიტიკას აგრძელებს ივანიშვილიც. საპრეზიდენტო კანდიდატმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ივანიშვილის შესახებ 2011 წლის ოქტომბერში ნათქვამი სიტყვებიც გაახსენა.

მისი თქმით, სწორედ ოპონენტ მარგველაშვილს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა რუსეთის სახელისუფლებო წრეებში შეთანხმებული პროექტია. ეს ვერსია მე უფრო რეალურად და ბევრად უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. მეტიც, ჩვენი სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს.“

თარგამაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შესახებაც ისაუბრა და ბაქრაძე ცხვრის ტყავში გახვეული მგლის ეპითეტით დაახასიათა .

„არ მჯერა, რომ მგელი ვეგეტარიანელი გახდება და ნურც თქვენ დაუჯერებთ”, – განაცხადა ქარისტიან-დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა.

კომენტარები