„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი, კერძოდ, პუტინის ადმინისტრაცია, საქართველოში არეულობის დაწყებას, საზღვრისპირა რაიონებში ქართული შენაერთების პროვოკაციაზე წამოგებას აპირებს,“- აცხადებს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ირაკლი კაკაბაძე.

მისივე თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, რუსულ ძალებს პროცესებზე ზემოქმედება გაუჭირდებათ.

„პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარედან, ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან და საუბარია იმაზე, რომ რუსეთი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“,-განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში.

კაკაბაძის განცხადებით, პროვოკაციის მოწყობას ცდილობს მულტინაციონალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში რუსები და ქართველებიც შედიან.

„ამ ჯგუფში შედის პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და მისი მეგობარი ერიკ გუდისი,“- აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

მისი განმარტებით, შესაძლო პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს ძალოვან სტრუქტურებს და კონფლიქტის განეიტრალება პრევენციული ღონისძიებებით გახდება შესაძლებელი.

კომენტარები