პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართული ენის სათანადოდ ცოდნა მოეთხოვება და „კეკელას და მაროს“ ენაზე არ უნდა საუბრობდეს. მისი თქმით, ჟარგონებით, ლანძღვით და პროვინციულ ენაზე საუბარი, ქვეყნისთვისაც შეურაცხმყოფელია.

„საკუთარ ოჯახში ყველას შეუძლია, ისე ისაუბროს, როგორც თავად სურს, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი არის ქვეყნის სახე,“- განაცხადა კახა კუკავამ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

კუკავა განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ამას არც არავინ დაუკარგავს, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ოპონენტებსაც ნორმალური ენით დაელაპარაკება.

კუკავა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კონტექსტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამებსაც იხსენებს და განმარტავს, რომ სააკაშვილის კრიტიკა იმ პერიოდიდან დაიწყო, როცა ოპონენტების მიმართ სიტყვები -„წკავწკავი“ და „ყიყინი“ გამოიყენა.

კომენტარები