ფოთის “კოლხეთმა” ლიდერობა ხარაგაულის გუნდთან “ჩხრემილასთან” მოგების შემდეგ მოიპოვა. ფოთმა ხარაგაულის გუნდი 2:0 დაამარცხა.

თამაშისას, პირველი გოლი, საჯარიმო დარტყმით, 22–ე წუთზე დათა სიჭინავამ გაიტანა, ხოლო ხოლო 71–ე წთ- ზე მისსავე მოწოდებულ კუთხურს ლაშა კუკავა გამოეხმაურა და თავური დარტყმით მეორე გოლიც გაიტანა.

ფოთის “კოლხეთის” პრესცენტრის ხელმძღვანელის, გია ეჯიბიას თქმით, წინა ტურში მარცხის შემდეგ გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი უჩვენა და დღეისთვის დამსახურებულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში.

ცხრილის მიხედვით, ფოთის “კოლხეთს” 2-2 ქულით ჩამორჩებიან და 16 ქულით, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე არიან : ქობულეთის “შუქურა”, თერჯოლის “საპოვნელა” და მარნეულის “ალგეთი”.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაზა ინიაშევის განცხადებით, მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. მისი თქმით, ფოთის “კოლხეთი” სათანადოდ მომზადებულია და გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნების დიდი შანსი აქვს.

ამავე თემაზე:

ფოთის “კოლხეთი” უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებს

კომენტარები