პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 700 სოფელი და ქალაქი მოიარა და ამით, მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკაში რეკორდი დაამყარა.

მისი განმარტებით, ივანიშვილიც, სააკაშვილიც და ბურჯანაძეც შევარდნაძის ბუდიდან არიან ამოფრენილები, ხოლო, ბურჯანაძე, იმავდროულად, სააკაშვილის ბიცოლაცაა.

„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, თუ არჩევნების პირველივე ტურში თავად ვერ გაიმარჯვებს, ეს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შედეგი იქნება.

-„ჩავთვლით, რომ ეს არის გაყალბება, ფალსიფიცირება, ხალხს დავუძახებთ ქუჩაში და ცხვირიდან ძმარს ვასხმევინებთ ივანიშვილის ხელისუფლება იქნება, თუ სააკაშვილის,“-განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „პოლიტიკურ კვირაში.

ნათელაშვილის განცხადებით, , ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბაქრაძის დარჩენას ნატრობს, რეალურად კი ბაქრაძეს საამისო რეიტინგი არ გააჩნია.

-„ჩიპოლინოს და პინოქიოს მეტი რეიტინგი აქვს მოსახლეობაში ვიდრე ბაქრაძეს. ბაქრაძე იგივე სააკაშვილია, ოღონდ, სხვა გვარით. ბაქრაძეს რომ რამე წარმატება ჰქონდეს ამ არჩევნებში, ჩათვალეთ, რომ 1-2 წელიწადში მიშა დაგვიბრუნდება. მიშა იყრის კენჭს ბაქარაძის სახით, ისევე, როგორც ბურჯანაძე – ეს არის კაბიანი სააკაშვილი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები