„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოაბიტაციის დასრულების გარანტიას იძლევა.

მისი თქმით, დღემდე პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას იყენებდა და კოაბიტაციის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის საქმის კეთებაში ხელის შეშლას ცდილობდა. კონკრეტულ მაგალითად კი იგი სააკაშვილის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალებას და გუბერნატორად კვლავ დანიშვნას ასახელებს.

„პრეზიდენტი ცდილობდა, მუდმივი საბოტაჟი ყოფილიყო – ელჩები არ დაენიშნა. ეს იყო ხელისუფლების შიგნით მყოფი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბერკეტები და ამავე დროს აცხადებდა, რომ ოპოზიციაშია არსებულ ხელისუფლებასთან. მას საკნიდან ჰყავს გამოყვანილი უკვე მისჯილი ადამიანი და დანიშნული ჰყავს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირად,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“

კომენტარები