პრეზიდენტ სააკაშვილს ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა რესტორან „ლა ტრუფეში“ მშვიდად ვახშმობის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა „ლა ტრუფესთან“ მეგობრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებითა და მეგაფონებით მივიდა.

აქციის მონაწილეებმა რესტორანთან სიმბოლურად სტაფილო და კომბოსტოც მიიტანეს და პრეზიდენტს „ზოოპარკის ცხოველი“ და „კუჭის მონა“ უწოდეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის წასვლას ზეიმობენ და მიხეილ სააკაშვილს 27 ოქტომბრამდე კიდევ რამდენიმე საპროტესტო ღონისძიებას მოუწყობენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. პრეზიდენტმა რესტორანი უკანა გასასვლელიდან დატოვა.

კომენტარები