ეს ბოლო დღეები მარგველაშვილს ვაკვირდები, დაჟინებული მზერით. მოვუნახე ერთი მინუსი, რასაც ის ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა.

გუშინ მაესტროზე, „სუბიექტურ აზრში“ განაცხადა, სააკაშვილს ინაუგურაციის შემდეგ არ შევხვდები, მაგასთან რა მაქ სალაპარაკოო. მგონი არაა მართალი. ორი მიზეზის გამო:

1. ხომ შეიძლება სააკაშვილში სინდისის ნაფლეთებმა გაიღვიძოს და მომავალ პრეზიდენტს რაიმე ღირებული ინფორმაცია გადასცეს. თავისთავად პრეზიდენტი უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციის მატარებელია. მცდელობად ღირს მაინც. იქნებ 27–ის მერე მაინც შეეშვას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დივერსანტობას.

2. ყველას პრეზიდენტი უნდა გახდეს, მათ შორის სააკაშვილისაც, რომლის მომავალი სტატუსი მსჯავრდებულია, ანუ იმ საცოდავი ადამიანის, რომელსაც სოციალურ კიბეზე დაგორებისას ყველაზე დიდი ტრაექტორიის დაფარვა მოუწევს. და ზოგადად, ამ ტიპის მიმართ, რომელიც ბოლო დღეები სულ „უკანა გასასვლელებით“ იპარება, ურთიერთობის მოდუსი უნდა დაალაგოს.

დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი მიშასავით არ მოიქცევა, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერის პირველი წლები შევარდნაძეს ლანძღვაში გაატარა. დღეს ვანოს და ბაჩოს დანაშაულთა ერთობლიობით უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მიშას, როგორც ამ ბანდის მეთაურს არანაკლები. მარგველაშვილის ადგილზე, მსჯავრდებულ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში შევიწყალებდი.

ვაკმარებდი ციხეში გატარებულ 9 წელს, ანუ იმდენს, რამდენიც პრეზიდენტად „ემსახურა“ ქვეყანას. ბოროტები ხომ არა ვართ? მერე გამოვაგდებდი გარეთ. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში გაუშვებდი ბიბლიოთეკარად, სადმე ცხრუკვეთში. ეგდოს. და ხალხს შეხედოს თვალებში თუ აქ შნო, და იმ ბიბლიოთეკიდანაც არ მოუწევს გაპარვა, „უკანა გასასვლელიდან“.

კომენტარები