გაყალბდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები?- ამ კითხვით TSpress – მა ფოთელებს მიმართა. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ არჩევნები არ გაყალბდება.

TSpress – მა ფოთის ქუჩებში აზრი 20 მდე მოსახლეს კითხა, თუმცა უმრავლესობამ კომენტარზე უარი განაცხადა. მათი თქმით, ისინი არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ და საარჩევნო საკითხები არ აინტერესებთ. პირად საუბარში მიზეზად განმარტავდნენ, რომ “ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხელისუფლებას უნდა და არჩევნებში გამარჯვებული მაინც “ოცნებაა”

ზოგიერთი მათგანის თქმით კი, რადგან წინა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, არჩევნები არც ამჯერად გაყალბდება.

კომენტარები