„ამომრჩეველთა სიებში 1 მილიონი ადამიანი დამატებულია,“- აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, დღეს ქვეყანაში იმდენად უთანასწორო საარჩევნო გარემოა, რომ მსგავსი შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა.

„სადღა ვართ 3,5 მილიონი? მაშინ ვისით აივსო რუსეთის სივრცე, ევროპა, ავსტრალია, ხალხო, აზია, თურქეთი… აქედან წასული, გაქცეული ქართველები აბა ვინ არიან, ისინი რატომ არ არიან შეყვანილი სიაში? რატომ არ არიან ესენი აღრიცხულნი საკონსულოებში უცხოეთში სადაც ცხოვრობენ, აქ რატომ არიან სიაში შეყვანილები? – იმიტომ, რომ ბიულეტენები ჩაუყარონ და გააყალბონ მათი ხმები,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოზიციაში“.

კომენტარები