„სამართლიანი არჩევნები“ მათი დამკვირვებლის ცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

„ინფორმაცია, რომ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი არის ნაცემი, არ შეესაბამება სიმართლეს,“- განაცხადა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

მან ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 15,2%-ია, წინა წელს კი 24% იყო.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია რეგიონებშიც. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის შემდეგი დარღვევები გამოავლინეს: არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები; ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი; მარკირებასთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა.

კომენტარები