„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია რეგიონებშიც.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ დროისთვის შემდეგი დარღვევები გამოავლინეს: არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები; ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი; მარკირებასთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ფოთშიც.

ფოთის საოლქო კომისიის ინფორმაციით, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, 12 საათისათვის, ამომრჩეველთა 27.09 %-მა მისცა ხმა, ხოლო დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამავე დროისათვის, 16.89%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

კომენტარები