ნაციზმი არ დამთავრებულა საქართველოში. როგორც ცალკე აღებულ პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ყავთ. წარმოგიდგენიათ, კოალიცია რო დაიშალოს? ვინ მიიღებს 20%–ს რესპუბლიკელები, ფორუმი თუ სოცდეკები? პარტია „ქართული ოცნება“ არსებობს საერთოდ? იმედია: სააკაშვილი ციხეში წავა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, თუნდაც ჟვანიას მკვლელობის საქმეზე.

უშიშროების საბჭოს მდივანი როგორ ქრთამავდა ლობისტებს ბიუჯეტის ფულით, გავარკვევთ დოკუმენტალურად. კეზერაშვილს ჩამოათრევენ და ნაცების გაზიდულ ფულზე რეალურ ინფორმაციას მივიღებთ. ბარამიძე გვერდით მოუჯდება მერაბიშვილს აფრასიძეების ამოხოცვის გამო და ტრადიცია ჩამოყალიბდება – სახელმწიფო თავზე აღარ დაეცემა ორი დივიზიით და ავიაციით ერთ ოჯახს.

„რუსთავი2“–ის დაფინანსების წყაროს გავიგებთ. ჯერჯერობით ნაცმოძრაობა რჩება ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებად, ყველანაირ „ქურდულ სამყაროზე“ ძლიერ, მოტივირებულ და საშიშ ძალად. დღეს მაგათი „ფეისი“ ბაქრაძეა. მაგრამ სისტემის „ნიჭიერი“ მამა, ადეიშვილი მშვენივრად გრძნობს თავს ავსტრიაში.

დენაციფიკაცია თუ არ მოხდა, ყოველთვის იარსებებს რევანშის შანსი. დღეის მდგომარეობით ყველა ჩვენი „გამარჯვება“ ერთი კაცის სახელს უკავშირდება. სისტემური ცვლილებები არ მომხდარა. სისტემა უნდა დაინგრეს. ახალაიასთვის 5 წელი მიუსჯიათ, „ციხის ბუნტის“ ეპიზოდზე. „კარმუშკებში“ ავტომატებს ყოფდენ და „რაჟოკებს“ ცლიდნენ გადატენილ საკნებში. 5 წელი? მე 2 მომცეს, მობილური რატო გქონდაო…

კომენტარები