შალვა ნათელაშვილი სასულიერო პირებს აკრიტიკებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მღვდელმსახურებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

პოლიტიკით დაინტერესებულ რელიგიურ პირებს ნათელაშვილი საჯარო სამსახურში ღიად ჩართვას ურჩევს.

„უდიდეს პატივისცემას ვადასტურებ პატრიარქის და ბერ-მონაზვნების მიმართ, მაგრამ ვარ ძალიან შეწუხებული მღვდელმთავართა მოქმედებით, რომლებიც გადაიქცნენ პოლიტიკურ ლიდერებად. თქვე კაი ხალხო, ბარემ დარეგისტრირდით პოლიტიკურ პარტიად, შემოვალ თქვენს პარტიაში, გაგვიძეხით და გამოგყვებით. იყო ასეთი პრეცენდენტი კვიპროსში, როდესაც 70-იან წლებში აირჩიეს არქიეპიკოპოსი მაკარიუსი.

მართალია, მალევე კვიპროსი ორ ნაწილად დაიშალა, მაგრამ კი იყო ეს კაცი პრეზიდენტი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, უფულო პოლიტიკოსი არავის უნდა და ამიტომ მღვდელმსახურები ორ ნაწილად -სააკაშვილის და ივანიშვილის მომხრეებად არიან გაყოფილი. „მღვდელმსახურები გადანაწილებულები არიან პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით, ზოგი მიშისტია, ზოგი – ბიძინისტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები