„ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ვახსენოთ უკვე 27 ოქტომბრის არჩევნების დახასიათებისას, არის სწორედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის სრული რეაბილიტაცია მოხდა,“- განაცხადა თარგამაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

თარგამაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთლიანად დასავლეთს ხელს არ აძლევდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში პუტინის მსგავსად დარჩენილიყო და ამიტომ სხვაგვარი სცენარი მომზადდა.

„ქვეყანაში მშვიდობიანი სახელისუფლებო გადაცემა უნდა მომხდარიყო. ერთადერთი გზა სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების იყო მისი ოპოზიციაში გადასვლა,“- განაცხადა თარგამაძემ.

კომენტარები