საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ იდეალების მიმართ მიდრეკილი არ არის და ამ კუთხით, არც პოლიტიკოსების და არც ქვეყნების დასახელება სურს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ისაუბრა, როცა ჟურნალისტმა წლების წინ მის მიერ დასახელებული იდეალური პოლიტიკოსის ფორმულა გაიხსენა.

“უსუფაშვილის ჭკუა, ალასანიას ვიზუალი, ლევან გაჩეჩილაძის ჯიგარი, სააკაშვილის სიმაღლე და ბენდუქიძის ფული”,- ამგვარი სიტყვებით ახასიათებდა წლების წინ მარგველაშვილი იდეალურ პოლიტიკოსს.

„ამ იუმორისტულ პასაჟში ხაზის გასმას ვცდილობდი, რომ ვიყავი სერიოზულ კონფრონტაციაში რეჟიმთან და ვცდილობდი, ხაზი გამესვა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს აქვთ ძალიან კარგი ადამიანური თვისებები, ხოლო მაშინ ვინც მთავრობაში იყო – რეალურად, მათი თვისებები იყო არაფრისმთქმელი – იმიტომ რომ, არც სიმაღლეა არაფრისმთქმელი ადამიანზე, ფული ხომ საერთოდ არაფრისმთქმელია. ეს კონტრასტი მინდოდა მეჩვენებინა მაშინ,“- განაცხადა მარგველაშვილმა და განმარტა, რომ იდეალური პოლიტიკოსის დასახასიათებლად ამგვარი ფორმულა სპონტანურად დასახა – მახვილი სიტყვებით საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის გაღვივების მიზნით.

კომენტარები