ის ბურჯანაძეს გამოცდილ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და მის ტაქტიკას განმარტავს.

„ნინო ბურჯანაძე ახლა მოიქცა როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, არჩევნების შედეგები აღიარა, არ დააყენა ეჭვქვეშ. მეორე მხრივ, რუსეთის არხებს ეუბნება იმას, რაც უნდა, იმათ გაიგონ – რომ გაყალბდა არჩევნები. ყველაფერი ქნა – ისიც თქვა, ისიც – აუდიტორიის გათვალისწინებით. გამოცდილი ადამიანია,“- განაცხადა ბერძენიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, დასამალი არ არის, რომ ბურჯანაძე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა, მაგრამ მარტო ერთი ადამიანი ვერასდროს მოერევა პოლიტიკურ პარტიას.

კომენტარები