საოლქოში შესული ერთ-ერთი საჩივარი,”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ#2 უაბნზე გამოვლენილი კანონდარღვევა იყო.

“საუბნო კომისიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს არ გაუკეთა სპეციალური მეორე ნაკვეთური, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.”- აღნიშნულია საიას იურისტის, რუსლან ბერიძის მიერ დაწერილ საჩივარში.

საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე დართულ ბეჭედზე, მხოლოდ ერთი ნაკვეთურია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ჯანო კვაშილავას განმარტებით, კომiსიამ აღიარა დარღვევა და მხოლოდ თავმჯდომარის გაფრთხილებით შემოიფარგლა.

კომისიის მიერ განხილული მეორე საჩივარი ” ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, მოგელი სტამოსის მიერ ფოთის, #12-ე უბანზე დაფიქსირებული დარღვევას შეეხებოდა.

საჩივრის მიხედვით, ამომრჩეველ ბიჭიკო კვაშილავას საარჩევნო სიაში, მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა, რაც საუბნო კომისიის თავმჯდომარე ზოია ესებუამ “მექანიკურ შეცდომად” მიიჩნია..

მისი განმარტებით, გიორგი კვაშილავამ ხელი ბიჭიკო კვაშილავას ნაცვლად მოაწერა, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტების ოქმიც შედგა, რომელსაც ხელს პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები, მათ შორის, “სამართლიანი არჩევნების”, “ყოფილი პოლიტპატიმრები” და “მწვანე დედამიწის” წარმომადგენლები აწერენ.

საოლქოს სხდომაზე ტექნიკური ხარვეზი კომისიის ყველა წევრმა დაადასტურა.

საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით, საოლქოში სხვა საჩივრები განსახილველად არ შესულა. მისი თქმით, პროცედურულ დარღვევებზე უბანზე დაწერილი საჩივრებზე რეაგირება თავმჯდომარეების მხრიდან ადგილზევე ხდებოდა.

კომენტარები