ხაჩიძის თქმით, პარტია პოლიტიკაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და ეს ბაქრაძის მიერ მარგველაშვილისთის გამარჯვების მილოცვაშიც გამოიხატა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა საუბრები იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, გადაჭარბებულია.

„5 წელი ვიყავი ორი რეგიონის გუბერნატორი და 4 წელი ვიყავი მინისტრი – მე რაც მქონდა მინისტრობის დროს ხელფასი და პრემია, იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვთ. მე კი ამ 9-10 წლიანი მუშაობის დროს არცერთხელ ახალი მანქანა არ მყოლია, მეც ხომ ვიყავი მთავრობის წევრი. ძლივს შემოვეჭიჭყნე ჩემი ორკარიანი „პაჯერო იოთი“ – უზარმაზარი ჯიპებით არის გამოტენილი ქუჩა,“- განაცხადა ხაჩიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, დღეს მინისტრები გულწრფელევბი არ არიან, როდესაც ამბობენ რომ ხელმოკლედ ცხოვრობენ.

კომენტარები