“ნაციონალური მოძრაობის “ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ფირცხალავას თქმით, პლაკატების ჩამოხსნას სხვა დღეებშიც გააგრძელებენ და მას გათვალისწინებულ ვადებში ჩამოხსნიან.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პლაკატების ჩამოხსნა სხვა პარტიებს ჯერ არ დაუწყიათ. ქალაქის გარკვეულ უბნებში ამ დრომდე რჩება საპარალამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, მათ შორის, ფოთის მაჟორიტრ ეკა ბესელიას პლაკატები. რაიმე სახის პასუხისმგებლობა პარტიებს ამ დრომდე დაკისრებიათ.

ამავე თემაზე:

ეკა ბესელიას წინასაარჩევნო პლაკატები ისევ გაკრულია [Photo]

კომენტარები