პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკო მინაშვილმა, ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევასა და ზეწოლაში დაადანაშაულა, რის მტკიცებულებადაც Tspress -ზე გამოქვეყნებული სტატია ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა მოიყვანა.

“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, თუ როგორ ემუქრებით, აშინებთ ზეწოლას ახორციელებთ თქვენ როგორც ფოთის მაჟორიტარი ფოთის მერზე. შეგახსენებთ, თქვენ არა ხართ მისი ხელმძღვანელი ეს არის პირდაპირი ჩარევა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეს არის განცდა იმისა, რომ თქვენ ხართ ბატონ-პატრონი გარკვეული ფეოდალი და ამაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს“- განაცხდა მინაშვილმა

ეკა ბესელიას განმარტებით, ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომპეტენციითა და პარალამენტის რეგლამენტით მოქმედებს და ფოთის მერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში სდებს ბრალს.

„ნაციონალების დასაცავი, რომ ხდება სარსანია, ეს უკვე მეტყველებს ვისი დავალებებით მოქმედებს იგი. მოხარული ვარ, რომ გახდა საჯარო ეს. ამაზე ჩვენი ფოთის გუნდი დიდი ხანია საუბრობს, ყავდეს მინაშვილი დამცველად სარსანიას. რაც შეეხება ჩემს კომპეტენციას, ვინც დღემდე ვერ გაერკვა, კარგად წაიკითხოს პარლამენტის წევრის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება და პარლამენტის რეგლამენტი“- განაცხადა TSpress – თან საუბარში ბესელიამ.

მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევის დროს, ის მერს კანონდარღვევის ფაქტზე მიუთითებდა, თუმცა კონკრეტულად რა კანონდარღვევას ქონდა ადგილი ბესელიას არ განუმარტავს.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს, ფოთში, დევნილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრაზე ფოთის მერიის თანამშრომლებს: მარინა ღლონტს, შორენა მირცხულავსა და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რამაც ფოთის მერის მიმართ ბესელიას აგრესია გამოიწვია და ის მერს თითისქნევით დაემუქრა:

ხალხი დანიშნე, რომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს მართავს. აი, ამის პასუხს მოგთხოვ! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!..”- ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელია ქალაქის მერს.

ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაჟორიტარის განცხადებით, ის მერით იმედგაცრუებულია. მერი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ის თვითმმართველობის კომპეტენციაში უხეშ ჩარევის გამო დაუპირისპირდა.

ამავე თემაზე:

ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა [Video]

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

“ქართულ ოცნების” ფოთის შტაბმა კანონით აკრძალული ადმინისტრაციული რესურსი მოითხოვა

საქმის გარჩევა “ტოიოტა პრადოს” გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

იგივენი და ფოთის მერი…

ჟურნალისტზე თავდამსხმელები “ქართულმა ოცნებამ” დააწინაურა

კომენტარები