სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არიან ნარკორეალიზატორები, რომელთაგან რამდენიმე პრეზიდენტს ერთხელ უკვე ჰყავდა შეწყალებული.

„დიდი შანსია, რომ სააკაშვილი დავალებულიც იყო ამათგან. შეიძლება არჩევნებზე ეხმარებოდნენ… მაგალითად ერთს, გვარს არ დავასხელებ, ბატონ გიორგის, რომელიც 2012 წლის 24 დეკემბერს დააკავეს, 2021 წელს გასდიოდა პატიმრობის ვადა.

10 თვეში ადამიანი იქნა გათავისუფლებული, ასეთი რამე შემთხვევით არ ხდება,“- განცხადა სოზარ სუბარმა ინგა გრიგოლიას გადაცემა დიდ პოლიტიკაში. მისივე თქმით, სიაში არის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ორჯერ იყო დაპატიმრებული და ორივეჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ოქტომბერს 248 მსჯავრდებული შეიწყალა.

კომენტარები