რამიშვილის განმარტებით, „ნაციონალებმა“ ფარისევლობა გამოავლინეს – კადრები წინასაარჩევნო პერიოდში მოამზადეს და მიზანმიმართულად, არჩევნების შემდეგ გაავრცელეს.

„ხმათა იმ 20%-ში, რომელიც „ნაციონალებმა“ აიღეს იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ზუსტად იმიტომ აძლევდნენ მათ ხმას, რომ ეგონათ, ეს ადამიანები არიან დასავლური, ლიბერალური ღირებულებების დამცველნი, რომ ისინი არიან მომხრე ხელოვნების თავისუფლების,“- განაცხადა შალვა რამიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსკადრები რომ არჩევნებამდე გაევრცელებინათ, მათი მომხრეთა ნაწილი ღიად დაინახავდა პარტიის წარმომადგენელთა ფსევდოლიბერალობას და საპრეზიდენტო არჩევნებში 20%-ზე მნიშვნელოვნად დაბალი შედეგი ექნებოდათ.

კომენტარები