ფოთს უკრაინის ქალაქ ლუგანსკის მერი და ვიცე-მერი ეწვია. დღესვე ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის იგეგმება სერიოზულ პროექტები, ასევე მიმდინარეობს სერიოზული საუბრები ინვესტიციების შემოდინებაზე”- განაცხადა ფოთის მერმა, თუმცა კონკრეტული პროექტები მას არ დაუსახელებია.

სტუმრებმა და მასპინძლებმა ქალაქის ცენტრალურ პარკში ტარას შევჩენკოს სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც, მერის თქმით, დელეგაციის წევრებმა პარკის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს.

დამეგობრების აღსანიშნავად პარკში მემორიალური დაფაც გაიხსნა

კომენტარები