ხაინდრავას განცხადებით, ბაგრატიონები არის ერთდერთი დინასტია, რომლის წინააღმდეგ საკუთარი ხალხი არასდროს გამოსულა.

„ქართველი ხალხი დღესაც მონარქიული მენტალობით ცხოვრობს. ამის მაგალითი არის პირველივე თავისუფალი არჩევნები, მეორე არჩევნები, მესამე არჩევნები და ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა. ქართველები ირჩევენ მეფეს, ქართველები არ ირჩევენ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს, ოღონდ, ეს მეფე სულ სხვადასხვა გვარის და წარმოშობის არის,“- განაცხადა გოგა ხაინდრავამ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ბაგრატიონთა დინასტიის მეფობის წყვეტაზე ყურადღების გამახვილება უმართებულოა, რადგან ქართველი საზოგადოების გულში მონარქია ყოველთვის იყო.

შეგახსენებთ: მონარქიის საკითხი საქართველოში კიდევ ერთხელ აქტუალური 3 ნოემბერს უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის სვეტიცხოველში მონათვლის შემდეგ გახდა. გიორგი ბაგრატიონთა ორი შტოს წარმოამდგენლის – ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით მუხრანელ-ბაგრატიონის შვილია.

კომენტარები