“ფესტივალის ორგანიზატორი დარეჯან გეფერიძეა. დროშების გამოფენა თვითმმართველობასთან შეთანხმებული იყო, მაგრამ რუსეთის დროშის შესახებ არ ვიცოდით. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა გვითხრა, რუსეთმა ბოლო წუთს გადაწყვიტა მონაწილეობა და დროშაც მერე დაემატა. ეს ძალიან ცუდად გამოიყენეს “ნაციონალებმა” და რაღაც პროტესტები წამოიწყეს. თუ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა, ჩამოვხსნით ყველა დროშას”- განაცხადა ფოთის მერმა TSpress- თან საუბრისას.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას განმარტებით ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე რუსული დროშის გამოფენა საერთაშორისო ფესტივალს უკავშირდება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან არის შეთანხმებული.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ტარდება საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც 17 თუ 20 ქვეყნის დელეგაცია არის ჩამოსული. ეს არის მუსიკალური ფესტივალი და თვითმმართველობასთან შეთანხმებით ხდება. მე არავინ მითანხმებს, იქ ვინ რა დროშას ჩამოკიდებს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ფოთის თვითმმართველობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრები არიან და რუსეთის დროშა მათთნ შეთანხმებით გამოიფინა.

კომენტარები