საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსატანად ორი მთავარი საკითხია მოსაგვარებელი – შენობის წესრიგში მოყვანა და კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

„დეკემბერში დავსვამთ ამ საკითხს პარლამენტის დღის წესრიგში. იმედი მაქვს, ხმების იმ რაოდენობას მიიღებს, რაც საჭირო იქნება. თებერვლამდე ყველა ვარიანტში მივიღებთ ამ საკითხს და თებერვალში უკვე კანონით შესაძლებელი იქნება, პარლამენტი გადმოვიდეს თბილისში, თუ მანამდე შენობაც იქნება მომზადებული,“- განაცხადა დავით საგანელიძემ ტელეკომპანია „იმედში“ თეა სიჭინავას გადაცემაში სტუმრობისას.

ქუთაისში პარლამენტი 2012 წლის ოქტომბრიდან გადავიდა. მერვე მოწვევის პირველი სხდომა პარლამენტის ახალ შენობაში 21 ოქტომბერს გაიმართა.

სააკაშვილის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის მშენებლობა 134 მილიონი ლარი დაჯდა.

კომენტარები