ცხვიტარიამ პოლიციის შენობა დაახლოებით 20 წთ-ში დატოვა. “პოლიციამ განმიმარტა, რომ ეს იყო უბრალოდ გამოკითხვა. რადგან შესული იყო შეტყობინება და მათ რეაგირებაც უნდა მოეხდინათ.”- აღნიშნა ცხვიტარიამ.

პოლიციის შენობის წინ შეკრებილებმა იმის გამო, რომ ფაქტზე სხვა სანქცია არ იქნა მიღებული ძალოვან უწყებას მადლობა გადაუხადეს.

ფოთის პოლიციის უფროსის, ზურაბ ალანიას განმარტებით, დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაწყებული არაა. მისი თქმით, პოლიციამ რეაგირება შესულ შეტყობინებაზე მოახდინა.

“გამოვკითხავთ ადამიანებს და მას შემდეგ მივიღებთ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა დროშის დაწვა ეს სისხლის სამართლის დანაშაული არაა”- განაცხადა TSpress -თან საუბარში ალანიამ.

4 ნოემბერს, ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე საბავშვო ფესტივალის ფარგლებში 18 ქვეყნის დროშა გამოიფინა.

რუსეთის დროშის გამოფენა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად გააპროტესტა. პროტესტის ნიშნად, მათ რუსეთის სახელმწიფოს დროშა დაწვეს.

კომენტარები