„დიახ, მიშა მაჭავარიანი ჩემი ძმაა. ვინც ჩვენ გვიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ ბევრ თემაზე განსხვავებული მოსაზრება, თუ გემოვნება გვაქვს. იგივეა პოლიტიკურ საკითხებზეც. მე ყოველთვის ვიყავი კრიტიკული ამ მიმართულებით. მე და გიორგი მარგველაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ, მათ შორის – კოლეგები. პრინციპულად ვამბობდი უარს პოლიტიკურ თანამდებობებზე – 2004 წელს, როცა საქართველოში დავბრუნდი, ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის წევრობა, შემდეგ კი მინისტრობა შემომთავაზა, მაგრამ ჩავთვალე, რომ არ ვიყავი მზად ამისთვის. ვფიქრობ, ჩემი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც ვარ – საგარეო ურთიერთობების საკითხებში – გიორგის გვერდით,“- განაცხადა მაჭავარიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მაჭავარიანი ამბობს, რომ 2009 წელს ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რის გამოც გარკვეული პერიოდი უმუშევარი დარჩა. „შავზე თეთრის ძახილი არ არის საჭირო და ეს კრიტიკული მიდგომა ყოველთვის მექნება.

გიორგისაც აინტერესებს, თუ რა დგას ყოველი განცხადების და გეგმის უკან,“- განაცხადა მაჭავარიანმა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილთან იმიტომ ვერ ითანამშრომლა, რომ მას კრიტიკა და განსხვავებული აზრი არ მოსწონდა. მაჭავარიანის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან საგრეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.

კომენტარები