საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი სააკაშვილის ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე საუბრობს.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობების სფეროში და ამ თანამდებობაზე „მიშას ხელით დასმული“ იყო.

„ის მანამდე 30 წელი იყო ნინო ანანიაშვილის მენეჯერი და ჰქონდა რუსული პასპორტი. ჩემთვის ეს უკვე პრობლემა იყო. ერთ-ერთი პირველი დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ალასანია გადადგა. მოითხოვეს, რომ ჩვენც უნდა დაგვეწერა განცხადებები. უარი განვაცხადე და მოვითხოვე ახსნა-განმარტება. მთელი ინტრიგები დაიწყო, რომ მე არ ვიცოდი ჩემი საქმე. ეს იყო მანქანა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკულ აზრს უპირისპირდებოდა,“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

ცნობისათვის: ვანო მაჭავარიანი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში იაპონიაში საქართველოს ელჩი იყო.

კომენტარები