” დროშის დაწვის შემდეგ გაცილებით ცუდი და უსუსური ფაქტი მოხდა, როდესაც ფოთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა დროშა ჩამოიხსნა. “ქართული ოცნების” პოზიცია რუსეთის მიმართ არის პრინციპული, მაგრამ არაპროვოკაციული,” – აღნიშნა ქინქლაძემ TSpress-ის სტუდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზატორებმა რუსეთის მიმართ არა პრინციპული, არამედ პროვოკაციული პოზიცია გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ ფოთში საერთაშორისო ფესტივალი ” თეთრი თოლია” გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე, ფესტივალში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, დროშა გამოფინა.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ორგანიზაციამ სხვა მომხრეებთან ერთად რუსეთის დროშის გამოფენა გააპროტესტა, მათ რუსეთის დროშა დაწვეს.

კომენტარები