„ან არ იყო პოლიტიკური ნება, ან რამე უშლიდა ამ პოლიტიკური ნების განხორციელებას ხელს, რომ პროკურატურას წარემართა ძალიან სერიოზულად პროცესები, რომელსაც საზოგადოება ელოდა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, საზოგადოებას მუდმივად ჰქონდა კითხვები არჩილ კბილაშვილის მიმართ, რომ სასამართლოში წარდგენილ საქმეებში პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები არც ახალაიას, არც მერაბიშვილთან და არც სხვებთან მიმართებაში. ბურჯანაძე ეჭვობს, რომ პროკურატურის სისუსტე ხელისუფლების პოზიციით იყო განპირობებული და პროკურატურა ხელოვნურად იყო დამუხრუჭებული.

შეგახსენებთ: დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მან პროკურატურაში განსახორციელებლი რეფორმის საკითხზე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხავავებული მოსაზრებების ქონა დაასახელა. კბილაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორში გადასვლას გეგმავს.

კომენტარები