„პირდაპირ ეთერში სრული გათელვა ხდება კონსტიტუციის და პირდაპირ მინიშნავენ, ვინ უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი, როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის პირველი პირი არის პრეზიდენტი. წინა დღეს გვეუბნებოდნენ, რომ გადასარევი პირველი პირი ეყოლება ქვეყანას და მხოლოდ ეს უნდა აირჩიოთ და მხოლოდ 62%–ით, თორემ ქვეყანა დაინგრევაო და მეორე დღეს, ხალხს როდესაც ჰგონია, რომ ქვეყნის პირველი პირი აირჩია, ეუბნებიან, რომ არა, იცი რა, ახლა ეს კი არა, პრემიერ–მინისტრი იქნება ქვეყნის პირველი პირიო. აქ არ აქვს მნიშვნელობა ფიგურებს და გვარებს, თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი, როდესაც დანიშნვა ხდება პრეზიდენტის, პირველი პირის, პირველი ლედის,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

შეგახსენებთ: 2 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგინა და განაცხადა, რომ ქვეყანას მისი სახით კარგი პირველი პირი, მისი მეუღლის სახით კი კარგი პირველი ლედი ეყოლება.

კომენტარები