ჩაფიძის განცხადებით, მოსახლეობას კვლავ პრეტენზიები აქვს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და დღემდე ბევრი გახმაურებული საქმე გამოუძიებელია.

„არჩილ კბილაშვილმა იმუშავა ევროპულად ქართულ რეალობაში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი, კვალიფიციური, ძალიან კარგი იურისტი, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შეუფერებელი იმ რეალობისთვის, რომელიც დღეს იყო, იმიტომ რომ გამოძიება, რომელიც ამ ტემპებით მიმდინარეობს და ძალიან სკრუპულოზურად იცავს ადამიანის უფლებებს, ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ გარკვეული რეფორმა პროკურატურაში აუცილებელია,“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, არჩილ კბილაშვილი სამოქალაქო სექტორში გაცილებით წარმატებული იქნება.

შეგახსენებთ: დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მან პროკურატურაში განსახორციელებლი რეფორმის საკითხზე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხავავებული მოსაზრებების ქონა დაასახელა. კბილაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორში გადასვლას გეგმავს.

კომენტარები