ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა და იგი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დაიწერა.

აზარაშვილის თქმით, საჩივრების განხილვასთან ერთად ცესკომ თითქმის დაასრულა ხმების დათვლის პროცედურაც.

“ხმების დათვლის პროცედურა უკვე დასრულებულია. დაგვრჩა ტექნიკური ნიუანსები, რომელსაც კვირის ბოლომე დავასრულებთ”– განმარტა აზარაშვილმა

მისი შეფასებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა.

“არსებობს არჩევნების შეფასების სამი ფაქტორი. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი, კენჭისყრის დღე და საბოლოო შედეგების გამოცხადების პერიოდი. მინდა ავღნიშნო, რომ სამივე ფაქტორის შეფასებიდან გამომდინარე, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. ყველა კანდიდატს ქონდა თანაბარი პირობები. საბოლოო ჯამში, ცესკოსა და სხვადასხვა სამაკვრივებლო ორგანიზაციების მიერ, 2013 წლის არჩევნები პოზიტიურად ფასდება”-განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები