„რომ გადავხედოთ 10-წლიან პერიოდს, ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე წარუმატებელი პრემიერი. ის მოვიდა და ბიუჯეტმა კლება იწყო – 400-დან 700-მილიონ ლარამდე ვარდნაა. ეს არის 2%-ზე მეტი უმუშევრობის ზრდა,“- განაცხადა სერგო რატიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისი თქმით, ამგვარი წარუმატებელი ერთი წლის შემდეგ პრემიერი პოლიტიკიდან ნამდვილად უნდა წავიდეს. რატიანის განმარტებით, ხელისუფლებიდან წასული ადამიანის ხელისუფლებაზე გავლენის შენარჩუნება ოლიგარქიული მართვა იქნება და ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

დეპუტატის თქმით, ამ შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იაქტიუროს და ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ქვეყანა უკან არ წავიდეს.

კომენტარები