„ციხის ნაცვლად, ქუჩაში დავტოვეთ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, ხელისუფლების მოსაპოვებლად აბსოლუტურად უკანონო, ანტიკონსტიტუციური ქმედებებიც კი განეხორციელებინათ. ხელისუფლება წავიდა ამ კომპრომისზე… ჩვენ ვიცოდით, რომ უფრო დიდი ბოროტება იქნებოდა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმა,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

შეგახსენებთ: 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგი წყლის ჭავლის, გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ქვეყანაში გადატრიალებას რუსულ ძალებთან შეთანხმებით გეგმავდნენ. ასეთებად კი ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი და სხვები დასახელდნენ.

კომენტარები