ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო განყოფილოების სპიკერის, ეკატერინე აზარაშვილის განმარტებით, უბნების შედეგების ბათილად ცნობა არსებულმა დარღვევებმა გამოიწვია.

“თითო უბანი გაუქმდა თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში. შემოსული საჩივრების განხილვის შედეგად , უბნებზე დაწერილმა საჩივრებმა ნათლად აჩვენა, რომ სამივე უბანზე მთელი რიგი დარღვევები იყო, რამაც მიგვაღებინა შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება” – განაცხადა აზარაშვილმა TSpress-თან საუბრისას.

სულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოში შესული 366 საჩივრებიდან, ყველა განხილულია და აქედან 100 საჩივრის მოთხოვნაა დაკმაყოფილებული. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების ვადა 16 ნოემბერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა.

ამავე თემაზე:

ცესკომ 100 საჩივარი დააკმაყოფილა

კომენტარები