“წინა ხელისუფლებას სხვა სათქმელი არ აქვს და ჰიპოთეზას არის გამოკიდებული, რომელიც თავად შექმნა, მაგრამ არავის დედამიწის ზურგზე აღარ აქვს შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან მის რუსეთის მიმართ პოლიტიკაზე, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით… შალვა ნათელაშვილი და გია ბარამიძე თუ ამ შეკითხვებს დასვამენ, ეს არ არის საქართველოს პრობლემა,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა დიდ პოლიტიკაში.

შეგახსენებთ: საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ Воскресное Время-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს, ამ ეტაპზე კი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი განიხილება.

გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოლოდინით უყურებს სოჭის ოლიმპიადას და იმედოვნებს, რომ სპორტული და კეთილი ნების ემოციის საფუძველზე გარკვეული სახის ახალი ურთიერთობები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ჩამოყალიბდება.

კომენტარები