„ბოდიშს ვიხდი პრემიერთან, მაგრამ ღარიბაშვილის მთავრობა უფრო ეფექტური გახდება. უფრო მობილური და სწრაფი იქნება. მთავრობა დასაწყისში ერთგვარად თვითშეზღუდვის ფორმატში მუშაობდა. იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოსახლეობის ნდობის და საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე იყო პირველი და მერე დანარჩენები იყვნენ თანასწორები – ოღონდ, ის წინ იყო, ძალიან წინ იყო, ამიტომ ყველას ჰქონდა თვითშეზღუდვის მექანიზმი, თვითშეზღუდვა მუშაობდა, რომ გადაწყვეტილებებს ისე სწრაფად ვერ იღებდნენ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი გუნდისგან განსაკუთრებულს არაფერს ითხოვდა, მაგრამ პასუხსიმგებლობა მაღალი იყო და ყველა ცდილობდა, რამე არ შეშლოდა.

ხიდაშელი აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრების შესახებ გავრცელებული ფარული ჩანაწერები ნამდვილი არ არის და რომც იყოს, პირად წყენას საქმიან ურთიერთობებში არ გაიხსენებს.

„რომც არ იყოს ტყუილი, არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს ეს კაცი იყო ყველაზე ეფექტური მინისტრი ამ მთავრობაში. ერთადერთი მინისტრი, რომელთანაც მე პირადად, შეკითხვები არ ამქვს,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფარული აუდიჩანაწერები, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ საუბრობს. აუდიუოჩანაწერის თანახმად, ღარიბაშვილის ამბობს, რომ ხიდაშელი პარტიაში ინტრიგებს ხლართავს და მისთვის საგარეო ურთიერთობების ჩაბარება შეცდომა იყო.

კომენტარები