მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კულუარების გარდა საჯაროდაც თანამშრომლობს.

„ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციიდან ვებრძოდით იმ კრიმინალურ ბანდას, რომელთანაც ეხლა ესენი ძმაკაცობენ, პურმარილებზეც ჩუმჩუმად დადიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერები კი უკვე გახდნენ „ქართული ოცნების“ სახეები თბილისის საკრებულოში…

ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც 26 მაისს, 7 ნოემბერს და სხვა დროს გადააცმევდნენ პატრულის პლაშს და ჩხუბობდნენ რუსთაველზე და ხალხს იტაცებდნენ, დღეს კი „ქართული ოცნების“ სახეები არიან, დაწყებული საკრებულოს თავმჯდომარით, დამთავრებული ფრაქციის წარმომადგენლებით, რომელთა გვარები არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე ცხვირმოუხოცავი, რომელიც დღეს გამოდის ქართული ოცნების“ სახელით წარსულში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენელი“,– განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქრისტიან-დემოკრატებს“ მოღალატეებს ეძახის, „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგებული თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია კი რატომღაც მოღალატედ არ მიიჩნევა.

კომენტარები