„კაიფში ალბათ, სააკაშვილს გულისხმობს, რომელიც მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკაიფებოდა“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატის ჩიორა თაქთაიშვილის მიერ „ფეისბუქში“ დაწერილ სტატუსს, რომელშიც პარლამენტარი წერდა: “საქართველოს პრეზიდენტი გვეკაიფება”.

„ქალბატონ ჩიორას შევახსენებ, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ სამი დღის განმავლობაში არის სააკაშვილი და არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. კაიფში, ალბათ, სააკაშვილს გულისხმობს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ეკაიფებოდა მათ, როგორც უმრავლესობას, დღეს კი – როგორც ოპოზიციას. არავინ არავის აიძულებს და ავალდებულებს სადმე მისვლას. მათი სურვილია, უნდა მოვიდნენ და უნდათ, ნუ მოვლენ. რაც ნაკლებად დავინახავ მათ, მე პირადად მეტ სიამოვნებას ვიღებ აქედან“,– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

შეგახსენებთ, არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არიან მიწვეულები. ინაუგურაციაზე ასევე მიწვეულია ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

კომენტარები