„გავიდა ერთი წელიწადი და არც აფხაზებს და არც ოსებს ერთი ცუდი არ უთქვამთ ივანიშვილზე, როცა პირი ჰქონდათ მოღებული და სააკაშვილზე რას არ ლაპარაკობდნენ… გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება არის რუსეთის რეაქცია ქართულ პოლიტიკაზე. ოსებმა დაიწყეს საქართველოში მოძრაობა, დაიწყეს ბიზნესის ძებნა, ნათესავებთან კონტაქტები, თბილისში ჩამოსვლა, მკურნალობა… რუსები მიხვდნენ, რომ თუ ხელს არ შეუშლიან მშვიდობიან ქართულ პოლიტიკას, კარგავენ ოსურ მოსახლეობას,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, შიდა ქართლში ე.წ. საზღვარი გავლებული არც ყოფილა და სადაც მოგვიანებით მავთულხლართები გააბეს, იქ ტრიალი მინდორი იყო. მინისტრის განცხადებით, საზღვარმა ნამდვილად გადმოიწია მამისონის უღელტეხილთან – რამდენიმე კილომეტრით.

კომენტარები