ნათლაშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლგბტ-საზოგადოების დამცველი იქნება და ამით ქვეყანას დააზარალებს.

„ეს პიროვნება არის სოროსიჩი, დამთავრებული აქვს სოროსის უნივერსიტეტი – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სადაც იზრდებიან სოროსული კადრები, მერე ფრთიანდებიან და ავრცელებენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელზეც თითოეული ჩვენგანი არის აღშფოთებული. ესაა ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება, აღვირახსნილი ლიბერალიზმი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე 17 მაისს გამართული დემონსტრაციიდან ერთი წლის თავზე ღიად განაცხადებს.

„სადღაც ერთ წელიწადში გამოვა ეს ბატონი და იტყვის, რომ ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მოსაზრება, როგორც უნდა… პირადი ცხოვრების ნიუანსები უნდა გამოხატონ თავიანთ საძინებელ ოთახებში, როგორც სექსუალური უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ისე უმცირესობებმაც. რუსთაველის პროსპექტი, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორია ამის ადგილი არ არის, არც უმრავლესობისთვის, არც უმცირესობისთვის“,– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები