„მარგველაშვილმა გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ნაშრომი „ნიჩურიკი”, რომელშიც პირდაპირ დაგვისვა დიაგნოზი, რომ „ქართველი ერი არის დებილი და გონებაჩლუნგი, ის ფიზიკურად გაიზარდა, მაგრამ დარჩა გონებაჩლუნგობის სტადიაში“. და აი, ამ ხალხის პრეზიდენტობა მოინდომა ამ კაცმა, ნახეთ მკრეხელობის დონე,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში”.

მისივე თქმით, მარგველაშვილის მართვა ქვეყნისთვის მავნებლური იქნება. შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო პორტალმა “ზონა ნიუსმა” გამოაქვეყნა გარკვეული პერიოდის წინ ჟურნალში – “დრო მშვიდობისა” დაბეჭდილი გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური აზრები ქართველი ერის შესახებ.

პორტალის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ამ ნაშრომში ქართველ ერს “მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა”.

„ზონა ნიუსის“ მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ამონარიდის თანახმად, მარგველაშვილი წერდა: „დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია – გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე”.

კომენტარები