„ბიზნესი იყო ლიმონივით გამოწურული. ასეთი ეკონომიკიდან ჩვენ სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა რომ მივიღოთ, დრო სჭირდება. ბიზნესი გამოდის ნაციონალური შოკიდან,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს ფისკალური პრობლემა არ უდგას.

ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა დაწყებულია და დასაქმებულთა რიცხვიც იზრდება. ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ ბიუჯეტს შემოსავლების კუთხით პრობლემა აქვს, მაგრამ ეს მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას და ვალდებულებების შესრულებას ხელს ვერ შეუშლის.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით და ჩვენ მიერ გაკეთებული პროგნოზებით, ბოლო კვარტალში, დაახლოებით 7-8%-იანი ზრდა არის – ე.წ. სეზონურობის მიხედვით შესწორებული ეკონომიკური ზრდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი წელი უკეთესი იქნება.

საქართველოში იქნება მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ჩვენ ავიღეთ მინიმალური პროცენტი, რათა თავი დავიზღვიოთ რყევებისგან და ღრმად ვარ დარწმუნებული არანაირი პრობლემები არც 2014 წლის ბიუჯეტს არ ექნება,“- განაცხადა ხადურმა.

კომენტარები