დეპუტატის თქმით, საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც კანონით აკრძალულია, როცა მაგალითად საჯარო პირის მეუღლე, ძმა ან და არის მის დაქვემდებარებაში მყოფი და მასთან ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი.

ხიდაშელის განმარტებით, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ მაია ფანჯიკიძე რადგან არის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი პირი, მისი შვილი არ უნდა მუშაობდეს ენერგეტიკის სამინისტროში. „ეს არ არის ნეპოტიზმი და კორუფცია,“- განაცხადა ხიდაშელმა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“.

შეგახსენებთ: ხელისუფლებაში ნათესაური კავშირების შესახებ ხშირად საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს ირმა ნადირაშვილი. ნადირაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესაურ კავშირებზე გაზაფხულზეც საუბრობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი იმ დროს „ფეისბუქში“ წერდა, რომ თბილისის პოლიციის უფროსად დანიშნული ალექსანდრე ჭიკაიძის მეჯვარე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა – პარლამენტის წევრი ლექსო თამაზაშვილი იყო. მაშინ ღარიბაშვილმა ნადირაშვილის პასუხად განაცხადა, რომ მისი ცოლის ნათესავები მისი ნათესავები არ არიან.

კომენტარები