ხუხაშვილის განმარტებით, ბოლო ორ არჩევნებზე დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხისმგებლობას აკისრებს მძიმე დანაშაულებზე, მაგრამ ისინი ტონს არ ცვლიან და ფიქრობენ, რომ „საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.“

„ტონალობაშიც კი შეიძლება, ბოდიშის გარკვეული ფორმა გამოძებნოს ადამიანმა და რიტორიკაში იგრძნობოდეს, რომ ისინი მართლა გრძნობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,“- განაცხადა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 9 წლის განმავლობაში ბევრი ცუდი რამ ჩაიდინეს, მაგრამ ამის მიუხედავად უტიფარ ტონს ინარჩუნებენ.

„ეს კლავს მათ პოლიტიკურ პერსპექტივას. ამ თავხედობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამყარებენ განწყობას, რაც დამკვიდრებულია დღეს ქართველ საზოგადოებაში. რეაბილიტაციის ნაცვლად, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები